ჭინჭრის შჩი
ნამდვილი გაზაფხულის გემო თქვენს თეფშზე. ეს არის ტრადიციული, ვიტამინებით მდიდარი და არომატული წვნიანი, სადაც ნაზი ჭინჭარი, წვნიანი ხორცი და სოფლის არაჟანი იდეალურ ბალანსს ქმნის. კერძი, რიმელიც ერთდროულად სიმაუბუქისა და ნოყიერების სიმბოლოა

Ingredients
Instructions
ხორცის მომზადება: მოხარშეთ სამი გირვანქა (დაახლოებით 1.2კგ) ხორცი კარგად, შემდეგ კი მიღებული ბულიონი გადაწურეთ სისუფთავისთვის
ჭინჭრის დამუშავება: ორი გირვანქა ნორჩი ჭინჭარი კარგად დაარჩიეთ და გარეცხეთ. ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და მოხარშეთ
გაციება და დაკეპვა: მოხარშული ჭინჭარი ამოიღეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი (ფერის შესანარჩუნებლად), კარგად გაწურეთ და წვრილად დაკეპეთ
მოშუშვა: ცალკე ქვაბში 1 სუფრის კოვზ ერბოში მოშუშეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს
გაერთიანება: მოშუშულ ფქვილს დაასხით ხორცის გაწურული წვენი, ჩაამატეთ დაკეპილი ჭინჭარი და წამოადუღეთ
სერვირება: სუფრასთან მიტანის წინ კერძს დაამატეთ დაჭრილი კამა, ოხრახუში, ერთი კოვზი ცივი არაჟანი და შუაზე გაჭრილი, მაგრად მოხარშული ცვერცხი
მზადააა! 🥳🥗

Recipe By
Davit Khojava
@Khojava